კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია 2026

QTechGeorgia 2026      The University of Georgia   Install Zoom on Ubuntu - Darryl Dias

თარიღი: 30 მაისი, 2026
ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77ა, თბილისი
ფორმატი: დასწრებული / ჰიბრიდული


კონფერენციის აღწერა და მიზანი

კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია წარმოადგენს აკადემიურ სამეცნიერო ფორუმს, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და ეძღვნება კვანტური ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებს. ღონისძიება აერთიანებს მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კვანტური ფიზიკისა და კვანტური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უახლესი სამეცნიერო მიღწევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვანტური გამოთვლები, კვანტური ალგორითმები, კვანტური კომუნიკაცია, კვანტური სენსორიკა, კვანტური მასალები და სხვა დაკავშირებული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე კვლევების პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიასა და ახალი იდეების გენერირებას.

აღნიშნული კონფერენცია უნიკალურია საქართველოს აკადემიურ სივრცეში, რადგან იგი წარმოადგენს პირველ სისტემურ პლატფორმას, რომელიც სრულად ეძღვნება კვანტურ ტექნოლოგიებს.

კონფერენცია ტარდება საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედი კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ინიციატივით.

↑ ზემოთ დაბრუნება


დღის წესრიგი

დღის წესრიგის PDF


პანელური დისკუსია - საქართველო კვანტურ ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

პანელური დისკუსია დაეთმობა საქართველოს პოზიციის განხილვას გლობალურად სწრაფად განვითარებად კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში. თანამედროვე მსოფლიოში კვანტური გამოთვლები, კვანტური კომუნიკაცია და კვანტური სენსორიკა გარდაქმნის მეცნიერებას, უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს.

დისკუსიის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

  • როგორია კვანტური კვლევებისა და განათლების მიმდინარე მდგომარეობა საქართველოში?
  • რა ინსტიტუციური გამოწვევები არსებობს?
  • როგორ შეიძლება ეფექტიანი თანამშრომლობა უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის?
  • რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო პარტნიორობისა და საგრანტო დაფინანსების მიმართულებით?
  • როგორ უნდა განვითარდეს კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით ადამიანური რესურსი და ახალგაზრდა მკვლევართა მომზადება?

პანელის მიზანია სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი კვანტური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის ადგილის განსაზღვრას.

↑ ზემოთ დაბრუნება


საორგანიზაციო კომიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი

  • კახაბერ თავზარაშვილი
  • ირაკლი ნოსელიძე
  • ნანა დიხამინჯია
  • ილიას სავვასი — თესალის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

↑ ზემოთ დაბრუნება


კონტაქტი

ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: 599-09-15-08
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77ა, თბილისი

↑ ზემოთ დაბრუნება


© 2026 კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია