კურსები
📌 პირველი მოდული – ანალოგური ელექტრონიკა (ხანგრძლივობა 3 თვე)
ამ მოდულის მიზანია, რომ სტუდენტებს ანალოგური ელექტრონიკის საბაზისო ცოდნა და პრაქტიკული უნარები განუვითარდეთ. მოდული მოიცავს ძირითადი კომპონენტების, მათი მუშაობის პრინციპების, ელექტროობის კანონების და გამზომი მოწყობილობების გამოყენების სწავლას.
💡მოდულის ძირითადი თემები და სწავლის პროგრამა:
შეისწავლი სიღრმისეულად ყველა საბაზისო კომპონენტს, თავისი მუშაობის პრინციპებით:
ელექტროობის კანონები,გამზომი მოწყობილობები ოსცილოგრაფიის ჩათვლით, ჩართვის სქემები- მათი გამყენება, გამოთვლა.
📌 მეორე მოდული– ციფრული ელექტრონიკა (ხანგრძლივობა 2 თვე)
არის ციფრული სისტემების პრინციპების, ციფრული მიკროსქემების და კომპონენტების მუშაობის საფუძვლიანი გაცნობა.
💡მოდულის ძირითადი თემები და სწავლის პროგრამა:
მოდულში ისწავლი ბინარული კოდის გამოყენებას, ციფრული სქემების შექმნას, ლოგიკური ოპერაციების (AND, OR, NOT) შესრულებას და ციფრული კომპონენტების (როგორიცაა ტრანზისტორები, მიკროპროცესორები, მეხსიერების მოდულები) გამოყენებას. ასევე, ისინი შეისწავლიან ციფრული სისტემების პროგრამირებას და გამართვას, რაც საშუალებას მისცემს მათ შექმნან და მართონ თანამედროვე ციფრული მოწყობილობები.
📌 მესამე მოდული– მიკროკონტროლერების პროგრამირება (ხანგრძლივობა 4 თვე)
ასწავლის მიკროკონტროლერების პროგრამირებას, სპეციალურად არდუინო პლატფორმაზე. მოდულის განმავლობაში, სტუდენტები შეისწავლიან არდუინოს გამოყენებას სხვადასხვა მოდულებთან (როგორიცაა სენსორები, ეკრანები, ძრავები, კლავიატურები, გადამცემები, ენეფსი და სხვა)
💡მოდულის ძირითადი თემები და სწავლის პროგრამა:
ასევე, ისინი გაეცნობიან PCB (Printed Circuit Board) პლატების ხაზვას და სწავლობენ, როგორ შექმნან და დაიხაზონ მიკროელექტრონული პლატები პროგრამულ გარემოში.
რეგისტრაციის გასავლელად შედით ქვედა ბმულში