დიდი მონაცემების ანალიტიკა ჯანდაცვაში

მიკროკრედიტის კურსი  | 6 ECTS | დამწყები დონე

ეს კურსი შექმნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ პროგრამირებისა და ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკის საბაზისო უნარების განვითარება — წინასწარი პროგრამირების გამოცდილება არ არის საჭირო.

დაწყების თარიღი 9 მარტი

კურსის ხანგრძლივობა 2 თვე / 8 კვირაში ორი შეხვედრა 2 სთ 


რატომ უნდა ავირჩიოთ?

დღეს ჯანდაცვა სულ უფრო მეტად მონაცემებზე დაფუძნებულ სფეროდ ყალიბდება. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერებიდან (EHR) დაწყებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემთა ბაზებით დასრულებული — თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელია ჯანმრთელობის მონაცემების სწორად გაგება, გაწმენდა, ანალიზი და ეფექტური ვიზუალიზაცია, რათა უზრუნველყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება.

რას ისწავლი კურსის განმავლობაში:

  • გაეცნობი დიდ მონაცემებს (Big Data) და მათ როლს ჯანდაცვის სფეროში
  • დაეუფლები Python პროგრამირების საფუძვლებს
  • ისწავლი მონაცემთა გაწმენდისა და წინასწარი დამუშავების პრაქტიკულ მეთოდებს
  • შექმნი მონაცემთა ვიზუალიზაციის საბაზისო გრაფიკებს და ისწავლი მათი ინტერპრეტაციას
  • გაიაზრებ ჯანდაცვის მონაცემთა ეთიკისა და რეგულაციების (HIPAA, GDPR) ძირითად პრინციპებს

ვისთვისაა ეს კურსი?

  • ექიმებისა და ექთნებისთვის
  • კლინიკური მკვლევარებისთვის
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
  • ჯანდაცვის ადმინისტრირების მენეჯერებისთვის
  • ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემთა ანალიტიკით

წინაპირობები

კურსი შექმნილია როგორც საწყისი დონის პროგრამა. წინასწარი პროგრამირების გამოცდილება არ არის საჭირო.

ხანგრძლივობა და სამუშაო დატვირთვა

კურსი ითვალისწინებს 6 ECTS კრედიტს, რაც შეესაბამება 150 საათის მთლიან სასწავლო დატვირთვას, ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის (ECTS) შესაბამისად.

სამუშაო დატვირთვის ინდიკატიური განაწილება:

  • ლექციები და სემინარები: 30 საათი
  • პრაქტიკა და საშიანო დავალებები: 30 საათი
  • დამოუკიდებელი სწავლა: 60 საათი
  • საბოლოო პროექტისა და გამოცდებისთვის მომზადება: 30 საათი

შედეგი

კურსის დასრულებისთვის მონაწილეები შეძლებენ:

  • ჯანდაცვის მონაცემთა ნაკრებებთან მუშაობას Python-ში
  • სამედიცინო მონაცემების გაწმენდას და ანალიზისთვის მომზადებას
  • მნიშვნელოვანი ვიზუალიზაციის შექმნას
  • ჯანდაცვის მონაცემების გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გააზრებას


💳 სწავლის საფასური 900 ლარი (სრული კურსი) *საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 50% ფასსდაკლება.

სწავლის საფასური მოიცავს სრულ წვდომას:

  • ტრენერების მიერ ჩატარებულ ლექცია-სემინარებს
  • პრაქტიკული ლაბორატორიებს (Python)
  • სასწავლო მასალებს და LMS რესურსებს
  • საბოლოო პროექტის მენტორობას

წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ მიკროსერტიფიკატის სერტიფიკატს (6 ECTS).

 


კახაბერ თავზარაშვილი

კურსის ლექტორი: კახაბერ თავზარაშვილი

ფიზიკოსი, აქვს ტრეინინგების ჩატარების დიდი გამოცდილება ფიზიკის, მათემატიკის, პროგრამირების მიმართულებით. არის Cisco-ს ოფიციალური ტრენერი. ფლობს Fortran, C++, Python პროგრამირების ენებს, ძირითადად ფიზიკური პროცესების მოდელირების, მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის მიმართულებით. არის საქართველოს უნივერსიტეტი კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი.