ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მზის დაკვირვების ინტერაქტიული საგანმანათლებლო ღონისძიება „მე ვხედავ მზეს“

05.12.2023

კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მზის დაკვირვების ინტერაქტიული საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს სამეცნიერო მიმოხილვა მზის სტრუქტურის, აქტივობის ციკლებისა და კოსმოსური ამინდის მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მზის ამოფრქვევებს — პროტუბერანცებს — და მათ გავლენას დედამიწის გარემოზე.

ღონისძიება გამოირჩეოდა პრაქტიკული და ინტერაქტიული ფორმატით: სტუდენტებმა VR ტექნოლოგიის გამოყენებით „იმოგზაურეს“ კოსმოსში და სპეციალური მზის ტელესკოპის საშუალებით რეალურ დროში დააკვირდნენ მზის ზედაპირზე მიმდინარე დინამიკურ პროცესებს.

NASA-ს პროგნოზით, აღნიშნულ დღეს მზის მაღალი აქტივობა იყო მოსალოდნელი, რამაც დაკვირვება განსაკუთრებით შთამბეჭდავი და უნიკალური გამოცდილება გახადა მონაწილეებისთვის.