ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიმართა Micro-GEAR პროექტის მეთოდოლოგიური ვორქშოფი

17.12.2025

Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, 16–17 დეკემბერს, ზაარლანდის უნივერსიტეტში (Saarbrücken, გერმანია), GIRAF/USAAR-ის ბაზაზე გაიმართა მეთოდოლოგიური ვორქშოფი.

შეხვედრის ფარგლებში პროექტის კონსორციუმის წევრებმა განიხილეს შემუშავებული მიკროკრედიტების კურსების მიმდინარე მდგომარეობა, შეაფასეს მათი მზადყოფნა საპილოტე განხორციელებისთვის და იმსჯელეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების კრიტერიუმებისა და მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის შეთანხმებას, რომელიც გამოყენებული იქნება კურსების ეფექტიანობის განსაზღვრისა და შედეგების ანალიზისთვის.

ვორქშოფის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროექტის შემდგომი ეტაპები, დააკოორდინირეს საბოლოო წლის აქტივობები და შეთანხმდნენ შეფასების ინსტრუმენტებსა და მონიტორინგის პროცესზე.