ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

05.06.2025

 

პროექტ „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებისთვის მიკროკრედიტების“-ს ფარგლებში, მიკროკრედიტების შემუშავებისა და აღიარების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული ჰიბრიდული სემინარი გაიმართა.

დღის წესრიგში შედიოდა პრეზენტაციები MICRO-GEAR პროექტის მიზნებისა და შედეგების, მიკროკრედიტების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ და მრგვალი მაგიდის დისკუსია აღიარების ჩარჩოების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ CIMEA, ArmEnic და NCEQE.

სემინარმა ხელი შეუწყო რეგიონული თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა შესაძლებლობების გაძლიერებას სამხრეთ კავკასიის უმაღლესი განათლების სისტემებში მოქნილი, ინოვაციური და ხარისხიანი სასწავლო გზების მხარდასაჭერად.