საქართველოს უნივერსიტეტმა QTechGeorgia 2026-ს უმასპინძლა

30.05.2026

30 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში QTechGeorgia 2026 — Quantum Technologies Conference გაიმართა. ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტისა და კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციამ გააერთიანა მკვლევრები, ლექტორები, სტუდენტები, ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო მონაწილეები ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულების — კვანტური ტექნოლოგიების გარშემო.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებში მათი გამოყენების შესაძლებლობები. კონფერენციამ ხელი შეუწყო საქართველოში კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი სამეცნიერო ინიციატივების განვითარებას.

QTechGeorgia 2026 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უნივერსიტეტისთვის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში