კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია 2026

   

თარიღი: 30 მაისი, 2026
ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77ა, თბილისი
ფორმატი: დასწრებული / ჰიბრიდული


კონფერენციის აღწერა და მიზანი

კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია წარმოადგენს აკადემიურ სამეცნიერო ფორუმს, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და ეძღვნება კვანტური ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებს. ღონისძიება აერთიანებს მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კვანტური ფიზიკისა და კვანტური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უახლესი სამეცნიერო მიღწევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვანტური გამოთვლები, კვანტური ალგორითმები, კვანტური კომუნიკაცია, კვანტური სენსორიკა, კვანტური მასალები და სხვა დაკავშირებული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე კვლევების პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიასა და ახალი იდეების გენერირებას.

აღნიშნული კონფერენცია უნიკალურია საქართველოს აკადემიურ სივრცეში, რადგან იგი წარმოადგენს პირველ სისტემურ პლატფორმას, რომელიც სრულად ეძღვნება კვანტურ ტექნოლოგიებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ღონისძიების მეშვეობით დააკავშიროს კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე მეცნიერები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, შექმნას მდგრადი აკადემიური ქსელი და ხელი შეუწყოს ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას.

კონფერენცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ერთჯერად სამეცნიერო ღონისძიებას, არამედ ტრადიციის დამკვიდრებას — მომავალში მისი რეგულარულად ჩატარებით საქართველოში კვანტური ტექნოლოგიების სფეროს გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა.

კონფერენცია ტარდება საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედი კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ინიციატივით. აღნიშნული ცენტრი უკვე ახორციელებს კვლევით, საგანმანათლებლო და საერთაშორისო თანამშრომლობით პროექტებს კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. კონფერენცია წარმოადგენს ცენტრის სტრატეგიული ხედვის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ამ სფეროების ინსტიტუციურ გაძლიერებას, თანამედროვე კვლევითი ეკოსისტემის ფორმირებას და ქვეყნის პოზიციონირებას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

↑ ზემოთ დაბრუნება


ძირითადი თემატიკა

  • კვანტური გამოთვლები (Quantum Computing)
  • კვანტური ალგორითმები
  • კვანტური კრიპტოგრაფია
  • კვანტური კომუნიკაცია
  • კვანტური მასალები
  • კვანტური სენსორები
  • კვანტური სიმულაციები

პანელური დისკუსია - საქართველო კვანტურ ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

პანელური დისკუსია დაეთმობა საქართველოს პოზიციის განხილვას გლობალურად სწრაფად განვითარებად კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში. თანამედროვე მსოფლიოში კვანტური გამოთვლები, კვანტური კომუნიკაცია და კვანტური სენსორიკა გარდაქმნის მეცნიერებას, უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია შეფასდეს — სად იმყოფება საქართველო დღეს და რა ნაბიჯებია საჭირო ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობისთვის კვანტურ ეპოქაში.

დისკუსიის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

  • როგორია კვანტური კვლევებისა და განათლების მიმდინარე მდგომარეობა საქართველოში?
  • რა ინსტიტუციური გამოწვევები არსებობს?
  • როგორ შეიძლება ეფექტიანი თანამშრომლობა უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის?
  • რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო პარტნიორობისა და საგრანტო დაფინანსების მიმართულებით?
  • როგორ უნდა განვითარდეს კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით ადამიანური რესურსი და ახალგაზრდა მკვლევართა მომზადება?

პანელის მიზანია სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი კვანტური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის ადგილის განსაზღვრაში.

↑ ზემოთ დაბრუნება


მნიშვნელოვანი ვადები

  • აბსტრაქტების მიღების დაწყება – 1 მაისი, 2026
  • აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა – 10 მაისი, 2026
  • დასწრების რეგისტრაციის ბოლო ვადა – 15 მაისი, 2026
  • კონფერენცია – 30 მაისი, 2026 წ

↑ ზემოთ დაბრუნება


 

მოთხოვნები ავტორებისთვის

  • აბსტრაქტის მოცულობა: 250–300 სიტყვა
  • ენა: ქართული ან ინგლისური
  • ფორმატი: PDF / DOCX
  • უნდა შეიცავდეს: ავტორის სახელი, ინსტიტუცია, ელ-ფოსტა, 3–5 საკვანძო სიტყვა

↑ ზემოთ დაბრუნება


საორგანიზაციო კომიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი

  • კახაბერ თავზარშვილი
  • ირაკლი ნოსელიძე
  • ნანა დიხამინჯია
  • ილიას სავვასი (თესალის უნივერსიტეტი, საბერძნეთი)

↑ ზემოთ დაბრუნება


კონტაქტი

ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: 599-09-15-08
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77ა, თბილისი

↑ ზემოთ დაბრუნება


© 2026 კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია