კვანტური ტექნოლოგიების კვირეული

🎯 აღმოაჩინე კვანტური ტექნოლოგიების სამყარო - საქართველოს უნივერსიტეტი უფროსკლასელებისთვის კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს იწყებს.
 
⚛️ როგორ მუშაობს კვანტური ტექნოლოგია? რა შესაძლებლობებს ქმნის კვანტური კომუნიკაცია? როგორ შეიძლება დღესვე დაიწყო მომავლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის შესწავლა?
 
➡️ თუ ამ კითხვებზე პასუხების პოვნა გაინტერესებს, საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევს კვანტური ტექნოლოგიების კვირეულზე, რომელიც 13-17 ივლისს, გაიმართება და მე-9-12 კლასის მოსწავლეებს კვანტური ტექნოლოგიების საფუძვლებს თეორიულად და პრაქტიკულად გააცნობს.
 
✅ კვირეულის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები: კახაბერ თავზარაშვილი, ირაკლი ნოსელიძე და ნანა დიხამინჯია, ასევე Apple-ის Tech Lead-ი - მიხეილ წიკლაური, ისაუბრებენ კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 
👥 პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან UC Davis-ის სტუდენტი გიორგი წიკლაური და Mountain View High School-ის მოსწავლე ალექსანდრე წიკლაური, რომლებიც მონაწილეებისთვის IBM Qiskit-ის ვორქშოფებს ჩაატარებენ. უფროსკლასელები თავად შექმნიან და გამოცდიან მარტივ კვანტურ ალგორითმებს, გაეცნობიან კვანტური პროგრამირების საფუძვლებს და ნახავენ, როგორ გადაინაცვლებს თეორია რეალურ პროგრამულ გარემოში.
 
➡️ კვირეულში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 20 შერჩეული უფროსკლასელი (მე-9-12 კლასები), რომლებიც დაინტერესებული არიან: თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფიზიკით, მათემატიკით, პროგრამირებით ან უბრალოდ, სურთ უკეთ გაიცნონ მომავლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგიური მიმართულება.
 
✅ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ კვანტური ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და პირველი პრაქტიკული გამოცდილება კვანტურ პროგრამირებაში.
 
➡️ კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით.
 
🆓 მონაწილეობა უფასოა.
 
📅 თარიღი: 13-17 ივლისი
🕙 დრო: 10:00-14:00
 
📍 ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა
✅ მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია ლანჩი.
👉 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 20:00 საათი.
 
🔗 რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/VXoB1WeGQ4jtftQp7
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: [email protected]
 
 
კვანტური ტექნოლოგიების კვირეული