საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო მიკროკრედენციალების შესახებ ცნობიერებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

05.12.2025

საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო მიკროკრედიტების სრული ციკლის — კურსის დიზაინიდან ეროვნულ დონეზე ინტეგრაციამდე — შესახებ ცნობიერებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. ღონისძიებამ გააერთიანა აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორები, რათა განეხილათ ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ეფექტიანი დანერგვა ადგილობრივ უმაღლესი განათლების სისტემაში.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კომპეტენციებზე ორიენტირებული მოკლევადიანი კურსების დიზაინის პრინციპებზე და მიკროკრედიტების ისეთი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაზე, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების სტანდარტებს, ევროკავშირის პრაქტიკასთან შესაბამისობას, ასევე რეგულაციურ, მეთოდოლოგიურ და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს.

ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა Micro-GEAR პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების გასავრცელებლად სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის, რაც თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ფართო ჩართულობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მონაწილეებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი მიკროკრედიტების სასწავლო სილაბუსები, მათ შორის:

  • Python/R პროგრამირება სამედიცინო მონაცემთა ანალიზისთვის
  • GIS აპლიკაციები ტურიზმისთვის
  • მიკროკონტროლერების პროგრამირება დრონებისთვის
  • ქსელური ტექნიკოსის მომზადება
  • ქსელის ადმინისტრირება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ვორქშოფი დასრულდა დისკუსიით, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გააზიარეს საკუთარი ხედვები მიკროკრედიტების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებზე.