მომავლის ტექნოლოგიები დღეს - კვანტური ტექნოლოგიების კვირეული UG-ში

18.07.2026

🎯 საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით, უფროსკლასელებისთვის კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ კვანტური გამოთვლების, კომუნიკაციისა და ალგორითმების საფუძვლებს - იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებს განსაზღვრავს. 

ლექციებზე UG-ის პროფესორებმა: კახაბერ თავზარაშვილმა, ირაკლი ნოსელიძემ და ნანა დიხამინჯიამ, ასევე Apple-ის Tech Lead-მა, მიხეილ წიკლაურმა, ისაუბრეს კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდნენ UC Davis-ის სტუდენტი გიორგი წიკლაური და Mountain View High School-ის მოსწავლე ალექსანდრე წიკლაური, რომლებმაც მონაწილეებისთვის IBM Qiskit-ის ვორქშოფები ჩაატარეს. უფროსკლასელებს ქონდათ შესაძლებლობა თვითონ შეექმნათ და გამოეცადათ მარტივი კვანტური ალგორითმები, გაცნობოდნენ კვანტური პროგრამირების საფუძვლებს და ენახათ, როგორ ინაცვლებს თეორია რეალურ პროგრამულ გარემოში.