ბაქსვუდის სკოლის უფროსკლასელები საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლას ესტუმრნენ

26.03.2026

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა, მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ირაკლი ნოსელიძემ მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია კვანტური ტელეპორტაციის თემაზე. ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ კვანტური ფიზიკის ძირითად პრინციპებსა და იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს კვანტური გამოთვლები და თანამედროვე ტექნოლოგიები დგას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრის მიერ შეთავაზებული უფასო კურსების შესახებ კვანტური გამოთვლების მიმართულებით. კურსს გაუძღვება UC Davis-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის სტუდენტი, კვანტური ნანოფოტონიკის კვლევითი ჯგუფის ინტერნი გიორგი წიკლაური.

ვიზიტის ფარგლებში სინთეტიკური ბიოლოგიის ცენტრის მკვლევრებმა, ანასტასია გურასპაშვილმა და ნინი ქაჩლიშვილმა, მოსწავლეებს ცენტრში მიმდინარე კვლევები წარუდგინეს.

დღის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო-კვლევითი ლაბორატორიები.