მადრიდის კარლოს III უნივერსიტეტში გაიმართა Micro-GEAR ვორქშოფი ბლოკჩეინსა და ციფრულ მიკროკრედიტებზე

15.12.2025

Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, მადრიდში (ესპანეთი) გაიმართა ვორქშოფი თემაზე: ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა ციფრული სერტიფიკატებისა და მიკროკრედიტების გაცემისთვის.

ღონისძიებას მასპინძლობდა მადრიდის კარლოს III უნივერსიტეტი (Universidad Carlos III de Madrid – UC3M). პროგრამა მოიცავდა ექსპერტთა პრეზენტაციებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული სერტიფიკატების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლებრივ ასპექტებს, სანდოობისა და მმართველობის საკითხებს, ასევე მონაცემთა დაცვისა და უფლებების უზრუნველყოფის მექანიზმებს.

ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი CIMEA DiploMe CHAIN სისტემაზე, რომელიც წარმოადგენს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმას ციფრული დიპლომებისა და მიკროკრედიტების გაცემისა და ვერიფიკაციისთვის.

ღონისძიება დასრულდა დისკუსიით პროექტის სამომავლო ნაბიჯების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციური და სანდო მიკროკრედიტების სისტემების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ.