ირაკლი ნოსელიძე

ირაკლი ნოსელიძე

პროფესორი, ფიზიკის დოქტორი, აკადემიური დოქტორი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1992–2009 წლებში ახორციელებდა სამეცნიერო კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ატომური შეჯახებების თეორია (როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ნაწილაკების მონაწილეობით) და კვანტური ეფექტები ნანოსტრუქტურებში. 2009–2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტს. 2015–2016 წლებში იყო ფონდის „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიური განვითარება მომავლის წარმატებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი. მონაწილეობდა ERASMUS+ საერთაშორისო პროექტებში. აქვს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მდიდარი გამოცდილება.

გუნდის სხვა წევრები