კახა თავზარაშვილი

კახა თავზარაშვილი

ცენტრის ხელმძღვანელი

პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. სადოქტორო ხარისხი მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოსტ დოქტორანტულ კვლევებს ატარებდა შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიების ინსტიტუტში ETH, ციურიხის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტროტექნიკის დეპარტამენტში (D-ITET). გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 2 მონოგრაფია. აქვს სამეცნიერო პროექტების მართვისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. არის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. მონაწილეობს Erasmus+ საერთაშორისო პროექტებში. არის Cisco Network Academy-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. არის საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.


საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, 0171 თბილისი
ტელ: +995-599091508
ელ-ფოსტა: [email protected]
Linkedin.com/in/kakhatavz

 



გუნდის სხვა წევრები