კვანტური ტექნოლოგიების კვირეული

07.07.2026

საქართველოს უნივერსიტეტი უფროსკლასელებისთვის კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტი 13-17 ივლისს მე-9-12 კლასის მოსწავლეებისთვის კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს გამართავს. პროგრამა უფროსკლასელებს კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და კვანტური პროგრამირების საფუძვლებს გააცნობს.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს და პრაქტიკულ IBM Qiskit ვორქშოფებს, სადაც თავად შექმნიან და გამოცდიან მარტივ კვანტურ ალგორითმებს. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 20 შერჩეული მოსწავლე.

კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით.

მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია ლანჩი.

თარიღი: 13-17 ივლისი
დრო: 10:00-14:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 20:00

რეგისტრაცია: ბმულზე

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

კვანტური ტექნოლოგიების კვირეული