ცენტრი ორიენტირებულია ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში აქტიურ მონაწილეობაზე, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და ინსტიტუციურ კოლაბორაციაზე. აღნიშნული მიმართულება უზრუნველყოფს როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ცენტრის ბაზაზე ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ტიპის კვლევითი პროექტები, რომლებიც მიმართულია ინოვაციური მიდგომების დანერგვის, თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებისა და ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისკენ. კვლევითი საქმიანობა ეფუძნება ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

ცენტრი აქტიურად არის ჩართული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში, რაც ხელს უწყობს აკადემიური მობილობის, ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის პროცესს.